სამართალი

პოლიციაში რეზო თაბუკაშვილის და გიო მგელაძის დაკითხვა მიმდინარეობს

27 მაისი, 2014 •
პოლიციაში რეზო თაბუკაშვილის და გიო მგელაძის დაკითხვა მიმდინარეობს

შსს–ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია ვერ მიაწოდეს, კონკრეტულად რომელ განყოფილებაში მიმდინარეობს დაკითხვა და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საგამოძიებო უწყებაში.

 

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე
რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ლადარიას დღეს, 27 მაისს თბილისში, ვაკეში მდებარე “ლიტერატურულ კაფეში” თავს დაესხნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ფეისბუქზე წერს, რომ თავდამსხმელები არიან რეჟისორი გიორგი მგელაძე და მწერალი რეზო თაბუკაშვილი. 

 

ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. 120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. კანონის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა. 2014 წლის 27 მაისი.
ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა. 2014 წლის 27 მაისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი