შსს-ს ცნობით, იუსუფ ტ-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა და საკუთარ სასტუმროს პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმულ პირთა დროებით საცხოვრებლად იყენებდა:
“დადგინდა, რომ ბრალდებულს 2008-2009 წლებში საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ართვინი-სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თურქეთის რესპუბლიკაში ჩაჰყავდა. იუსუფ ტ. მათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევდა, უკანონოდ და იძულებით პროსტიტუციაში აბამდა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველების მიერ 2014 წლის 12 მაისიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის და პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმის ბრალდებით.
იუსუფ ტ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის თურქეთის კანონმდებლობა 33 წლითა და 94 თვით თავისუფლების აღკვეთას და 250 000 თურქული ლირის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
ამჟამად დაკავებული აჭარისა და გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.