სამართალი

მიკაილ კადიევს და როზმან ომაროვს 2–2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

6 მარტი, 2014 •
მიკაილ კადიევს და როზმან ომაროვს 2–2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მიკაილ კადიევს და როზმან ომაროვს ბრალად ედებოდათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.


სასამართლოს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე 15 სხდომა გაიმართა, დაიკითხა ბრალდების 17 და დაცვის 2 მოწმე. საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნეს დამნაშავედ.


“თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული  და  სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს  2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი