სამართალი

tariel

12 თებერვალი, 2014 • • 1207
tariel

ერთ–ერთი პირის, ილია სახელაშვილის განაჩენის გამოცხადებისას დაპირისპირება მოხდა სასამართლო დარბაზში, სახელაშვილმა მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა იყო დარბაზის მხრიდანაც, რის გამოც სხდომა ჯერ დაიხურა, შემდეგ კი დასრულებულად გამოცხადდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, ტარიელ ფოცხვერია კანონიერი ქურდობის ბრალდებით 18 ივნისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ტარიელ ფოცხვერია არის ე.წ. კანონიერი ქურდი და აღიარებს ქურდულ სამყაროს, იგი ქურდული სამყაროს სასარგებლოდ აწყობდა ქურდულ გარჩევებს, იღებდა ე. წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს, მითითებებს აძლევდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს.

 

ტარიელ ფოცხვერია, ზედმეტსახელად “ტარასა” ამნისტიის შედეგად 2013 წლის ივნისის დასაწყისში გათავისუფლდა. ის ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელს 2006 წლიდან იხდიდა.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი