სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში სასამართლომ მეგის ქარდავა გაამართლა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელსაც პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს წარუდგინა ბრალი სერგო თეთრაძის წამებისთვის, დღეს, 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ეპიზოდში გამართლდა.