სამართალი

მოსკოვში “კანონიერი ქურდების” შეკრების 50 მონაწილე დააკავეს

20 იანვარი, 2014 • • 1163
მოსკოვში “კანონიერი ქურდების” შეკრების 50 მონაწილე დააკავეს

კერძოდ, დაგეგმილი იყო რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში კრიმინალური ავტორიტეტების შეკრება. რუსეთის შსს-ს ცნობით, შეკრებაში მონაწილეობდა ე.წ. კანონიერი ქურდი, 42 წლის კონსტანტინ ვასილევი, ასევე, ვლადიმირსკის ოლქის კრიმინალური ავტორიტეტები. ისინი გეგმავდენენ ე.წ. “სხოდკაზე” გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხების გარჩევას.

 

რუსეთის შსს-მ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამ შეკრების მონაწილე 50 პირი დააკავა. ისინი, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი კონსტანტინ ვასილევი, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი