სამართალი

19–მა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა “თელასის” წინააღმდეგ საქმე მოიგო

28 ნოემბერი, 2013 •
19–მა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა “თელასის” წინააღმდეგ საქმე მოიგო

სასამართლოს ინფორმაციით, “თელასის” თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ 2012 წლის ზაფხულში კომპანიამ ზეწოლის და მუქარის გზით მათ გათავისუფლების შესახებ განცხადებები დააწერინა. “თელასის” წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ კომპანიის მხრიდან  არამართლზომიერი ზეწოლისა და მუქარის მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა და მოსარჩელეთა გათავისუფლება მათივე განცხადებების საფუძველზე, კანონის სრული დაცვით მოხდა.

 

“სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები –  მხარეთა ახსნა- განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები,

თელასი
თელასი

წერილობითი მტკიცებულებები  და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მიერ ხელმოწერილი განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ არ გამოხატავდა მათ თავისუფალ ნებას და სს ”თელასის” მხრიდან  ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის იძულების, მუქარისა და მოტყუების ფაქტებს, რამაც განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება. სასამართლომ ბათილად სცნო მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, აღადგინა ისინი პირვანდელ თანამდებობებზე და სს ”თელასს” დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მათი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი