სამართალი

გოგლა ჟვანია: სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი ხელს აფარებენ მკვლელებს

19 ოქტომბერი, 2013 •
გოგლა ჟვანია: სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი ხელს აფარებენ მკვლელებს

“მე აქტიურად ვთანამშრომლობ პროკურატურასთან, ვფლობ იმ ინფორმაციას, რა სტადიაშია გამოძიება, რა მასალებს ფლობს პროკურატურა, აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ საქმე უახლოეს მომავალში, უახლოეს თვეებზეა საუბარი, აუცილებლად გაიხსნება და საზოგადოებისთვის არ დარჩება პასუხგაუცემელი შეკითხვები.

 

გოგლა ჟვანია
გოგლა ჟვანია

მე არც გამომძიებელი ვარ, არც იურისტი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში იკვეთება სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. დაველოდოთ გამოძიებას, ბუნებრივია, დადგება სხვადასხვა ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, სულ ცოტა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურა ადეიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ მკვლელებს და ეს არის სისხლის სამართის დანაშაული”, – აცხადებს გოგლა ჟვანია.

 

ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მიერ ამ საკითხზე გუშინ გაკეთებულ განცხადებას:

“ის ბინძური ვერსია, რომლის წამოწევასაც შეეცადა სააკაშვილი, ასევე მათი შეთითხნილია და ესეც არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. კიდევ რაზე მოუწევთ ამ ადამიანებს პასუხისგება, ეს გახდება გასაგები გამოძიების დასრულების შემდეგ”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი