სამართალი

სასამართლომ ციხის ყოფილი უფროსის ცემის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

18 ოქტომბერი, 2013 •
სასამართლომ ციხის ყოფილი უფროსის ცემის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად 3 ათასლარიანი გირაოს შფარდების შესახებ და დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა, რომელიც სამივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

 

წინასასამართლო სხდომა 3 დეკემებრს ჩაინიშნა.  

გიორგი გუდაძე, გიორგი ჩხეიძე და ლევან კვარაცხელია 16 ოქტომბერს რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულების  ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემს ფაქტზე დაკაავეს.  გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის მე–2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გულისხობს ძალადობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი