“მისთვის არ აუხსნიათ, თუ რა საქმეზე მოუწევს ჩვენების მიცემა, რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის პროკურატურისთვის საინტერესო თემაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული ფაქტი ამ საგამოძიებო მოქმედების ფორმალურ ხასიათს უსვამს ხაზს. საგამოძიებო სამსახურში დაბარებამდე დავით ჭედიას მისამართით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის მხრიდან არაერთგზის, როგორც პირად საუბრებში, ასევე, საჯაროდ, ისმოდა მუქარა მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
ნათელია, რომ აღნიშნული ორი ფაქტი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. შესაბამისად, როგორც პროკურატურის მოქმედება, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მისი უფლებამოსილების გადამეტებით გამოთქმული მუქარა ეჭვს ბადებს, რომ გრძელდება თბილისის მერიის თანამდებობის პირების პოლიტიკური ზეწოლა და დავით ჭედიას დაკითხვაზე დაბარება მხოლოდ მის “დაშინებას” ემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.
დავით ჭედია საგამოძიებო უწყებაში 16:00 საათზე გამოცხადდება.