სამართალი

ციხის ყოფილი უფროსის ცემისთვის დაკავებულების ნათესავები აქციას მართავენ

18 ოქტომბერი, 2013 • • 1496
ციხის ყოფილი უფროსის ცემისთვის დაკავებულების ნათესავები აქციას მართავენ

აქციის მონაწილების თქმით, ლაშა ბრეგვაძის ცემას პოლტიკური სარჩული არ აქვს და ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მოგონილი. გიორგი ჩხეიძის და – თიკა ჩხეიძე აცხადებს, რომ შელაპარაკება ლაშა ბრეგვაძის მიერ ციხეში მუშოაბის პერიოდის გახსენებას მოჰყვა.

 

“ეს იყო ჩვეულებრივი შეკრება ერთ-ერთი მეგობრის ოჯახში. სხვა ბიჭებთან ერთად მისული იყო ლაშა ბრეგვაძე. ბრეგვაძემ დაიწყო იმის გასხენება, თუ რა კარგი იყო ციხეში მუშაობა და პრივილეგირებული მდგომარეობა. როგორც ჩანს, გაიხსენა პატიმრების ცემის ფაქტები. ამას გაღიზიანება მოჰყვა ბიჭების მხრიდან და მოხდა შელაპარაკება. არ ყოფილა გამოყენებული არც ცივი იარაღი, არც ცეცხლსასროლი იარაღი. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მუშტებით, შემდეგ კი ბრეგვაძე თავისი მოტოციკლეტით წავიდა სახლში. პოლიტიკური მოტივი ამ საქმესთან არაფერ შუაშია,”- აცხადებს თიკა ჩხეიძე. 

 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ უდანაშაულო პირების დასაცავად გამართულ აქციას შეუერთდნენ. 

 

“მე მოვედი იმიტომ, რომ მხარი დავუჭირო სამ უნიჭიერეს ბიჭს, სპორტსმენებს, ღვთის მოშიშებს, საჯიშე ბიჭებს. ინფორმაცია, თითქოს მათ ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი, სიმართლე არ არის,” – ამბობს დალი არჩვაძე, გიორგი გუდაძის ოჯახის ახლობელი.

 

გიორგი გუდაძე, გიორგი ჩხეიძე და ლევან კვარაცხელია 16 ოქტომბერს რუსთავის მე-17 ციხის ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის მე–2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გულისხობს ძალადობას. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

ციხის ყოფილი უფროსის ცემის ფაქტს “ფეისბუქზე” გამოხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი, რომელთა თქმით, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება ლაშა ბრეგვაძეზე, რომელიც ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს მუშაობდა სასჯელაღსრულების სისტემაში.

 

ლაშა ბრეგვაძე სასჯელაღსრულების სისტემაში თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობს, როდესაც აღნიშნულ უწყებას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. შემდეგ ის იყო სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების უფროსი. მისი მხრიდან არაადამიანური მოპყროიბის თაობაზე ღიად არაერთ პატიმარს აქვს გაცხადებული, ეს ფაქტები სხვადასხვა დროს ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშშიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი