2 კილოგრამამდე ჰეროინი, 800 აბი „სუბუტექსი“, 10 გრამი კოკაინი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, დეზომორფინი და სხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.
შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
სამართალდამცველები ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ.