ინფორმაცია ნეტგაზეთს სასჯელაღსრულების სამინისტროში მიაწოდეს.
“ეს ნიშნავს იმას, რომ ასეულობით ადამიანი ეტაპობრივად გაივლის სამკურნალო კურსს. სამკურნალო პრეპარატის ფასი რევოლუციური იქნება, “- ამბობს ირაკლი კორძაია, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, თუ ამ პრეპარატის ფასი 235 აშშ დოლარია დღეს, მისი შესყიდვა სახელწმიფოს რამდენჯერმე ნაკლები,- 60 აშშ დოლარი დაუჯდება.
“2880 დოლარი 48 კვირიანი მკურნალობის კურსისთვის და 1440 – 24 კვირიანი მკურნალობის კურსისთვის,”- ამბობს მინისტრი. მისივე განმარტებით, ეს ფასი, შესაძლოა, კიდევ დაკორექტირდეს.





