სამართალი

სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიებებში გირაოს გამოყენების მაჩვენებელი 67,5%-ია

17 ოქტომბერი, 2013 • • 1241
სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიებებში გირაოს გამოყენების მაჩვენებელი 67,5%-ია

მიმდინარე წლის 9 თვეში, ჯამში, სასამართლოებმა 9 301 პირს შეუფარდეს პატიმრობა ან რომელიმე არასაპატიმრო ღონისძიება, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრება გამოყენებული იქნა 2456 პირის მიმართ (26,4%), ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის  ღონისძიება –  6845 შემთხვევაში (73,6%). არასაპატიმრო აღკვეთის  ღონისძიებებში გირაოს ხვედრითმა წილმა შეადგინა 91,8 %, ხოლო სულ შეფარდებულ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიებებში გირაოს გამოყენების მაჩვენებელი – 67,5%-ია. 

 

რაც შეეხება სხვა არასაპატიმრო აღკვეთის  ღონისძიებების გამოყენებას: გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გამოყენებული იქნა 2080 შემთხვევაში, პირადი თავდებობა – 9 შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა – 12, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა – 2, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის  შესახებ – 238 შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი