სამართალი

კორუფცია და რუსული გავლენა სასამართლოში – The Heritage Foundation

12 თებერვალი, 2018 • 2283
კორუფცია და რუსული გავლენა სასამართლოში – The Heritage Foundation

სასამართლოში კორუფცია და რუსული გავლენა კვლავ პრობლემად რჩება – ვკითხულობთ The Heritage Foundation-ის  კვლევაში.

2018 წლის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველო მე-16 ადგილს იკავებს. “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი იზომება ოთხი ძირითადი მახასიათებლით: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციების ეფექტურობა და ბაზრის ღიაობა.

“კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას, შეძენის, განკარგვისა და მემკვიდრეობის უფლებას. კონტრაქტების აღსრულება გაუმჯობესებულია. კონსტიტუციით გარანტირებულია დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი სასამართლო სამოქალაქო საკითხებში, მაგრამ სამოქალაქო საქმეების მოსამართლეების პროფესიონალიზმი და მათი გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა საეჭვოა. კვლავ პრობლემად რჩება პოსტსაბჭოური პერიოდიდან შემორჩენილი კორუფცია და მიმდინარე რუსული გავლენა,”- წერს The Heritage Foundation “კანონის უზენაესობის” ნაწილის მიმოხილვისას.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ ანგარიშს პრესკონფერენცია მიუძღვნა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო ევროკავშირის კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს უსწრებს, თუმცა გამოქვეყნებულ ტექსტში შენიშვნებზე საუბარი არ არის.

“რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან ყურადღებით შეისწავლის თითოეულ იმ კომპონენტს, რომელშიც, ასე ვთქვათ, გაუარესდა,”- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გორგი მიქაუტაძემ “რუსთავი 2-თან” საუბრისას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ანა დოლიძე კი მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევებს რეფორმატორული პასუხი სჭირდება:

“ამ ოთხ კრიტიკულს შენიშვნას სისტემატური სჯა-ბაასი, ანალიზი და რეფორმატორული პასუხი სჭირდება ჩვენი მხრიდან,” – განაცხადა იუსტიციის საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი