სამართალი

ახალციხის სასამართლოს შენობის დაზიანების საქმეზე სამი პირი დააკავეს

8 ივლისი, 2013 • 954
ახალციხის სასამართლოს შენობის დაზიანების საქმეზე სამი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) დაკავებულია შალვა ლ, ბექა თ. და დავით გ. 

 

შსს-ში აცხადებენ, რომ 5 ივლისს ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე შსს–ს ახალციხის რაიონული სამმართველო  სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) აგრძელებს გამოძიებას.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა 3 ივლისს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროს მამუკა ხვედელიანს და ამავე პოლიციის კიდევ ოთხ ყოფილ თანამშრომელს, რომლებსაც გამოძიება ედავებოდა მოქალაქის სკამის ფეხით გაუპატიურებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ამის გამო მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა ახალციხის სასამართლოსთან 5 ივლისს, მათ კვერცხები და ქვები დაუშინეს სასამართლოს შენობას, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო სასამართლოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი