სამართალი

პატიმართა წამების საქმეზე სასამართლომ 16 პირი დამნაშავედ ცნო

14 ივნისი, 2013 • 1346
პატიმართა წამების საქმეზე სასამართლომ 16 პირი დამნაშავედ ცნო

მოსამართლის განმარტებით, მათ შეეხო გასული წლის ბოლოს მიღებული ამნისტიის კანონი, რის შემდეგაც სასჯელები 1/4-ით შეუმცირდათ და შემდეგნაირად განისაზღვრა.

 

1. ალექსანდრე ჯანჯღავა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა;

 

2. დავით მეცხოვრიშვილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა;

 

3. მამუკა ჩხიტუნიძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა, ასევე, 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა;

 

4. გურამ ცომაია – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა;

 

5. კობა ჩიკვატია – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 000 ლარიანი ჯარიმა;

 

6. მანუჩარ ლომთაძე – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა;

 

7. ლევან ფხალაძე – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა;

 

8. ბორის ფარულავა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა;

 

9. დავით ხუჭუა – 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 2 000 ლარიანი ჯარიმა, 1 წლით და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა;

 

10. გაგა მკურნალიძე – 3 წლით, 4 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 3000 ლარიანი ჯარიმა და 1 წლით და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა;

 

11. გიორგი კვარაცხელია – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა;

 

12. ლევან ფურცხვანიძე – 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

13. ვიქტორ ყაჭეიშვილი – 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2000 ლარიანი ჯარიმა და 1 წლით და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა;

 

14. ოლეგ ფაცაცია – 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2000 ლარიანი ჯარიმა და 1 წლით და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა;

 

15. მათე ელბაქიძე – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა;

 

16. თემურ ჭაჭია – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა.

 

მოსამართლის თქმით, მსჯავრდებულებს შეუძლიათ შეწყალებით თხოვნით მიმართონ პრეზიდენტს, ხოლო დისკებზე ჩაწერილი მასალები, სადაც პატიმართა წამებაა ასახული, შეინახება და დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს. 


შეგახსენებთ, რომ ადამიანის წამების მუხლით, რომელიც 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ბრალი ჰქონდათ წაყენებული: გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ლევან ფურცხვანიძეს, ამავე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაცია, ოპერატიულ მორიგე გელა ცომაიას, კონტროლიორ ლევან ფხალაძეს, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ბორის ფარულავას, კობა ჩიკვატიას. 

 

არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ბრალი ჰქონდათ წაყენებული: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძეს, მე-8 საპყრობილის დირექტორ დავით ხუჭუას, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილს, რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელიას, კონტროლის ინსპექტორ მანუჩარ ლომთაძეს.

 

ამავე საქმეზე ბრალდებული იყო ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც დღეს სასამართლომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან სრულად გაათავისუფლა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი