ის პროტესტს უცხადებს მოსამართლე გიორგი დარახველიძეს და მის სახელზე ოფიციალური განცხადების დაწერაზეც უარი განაცხადა, რის გამოც სასამართლოს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებიდან მიუვიდა ცნობა, რომ ის პროცესს არ დაესწრება. სწორედ ამ დაწესებულებაში არის განთავსებული ბაჩო ახალაია.
სასამართლო პროცესზე უკვე დაიკითხა პროკურატურის მოწმე, შეიარაღებული ძალების უფროსი ოფიცერი სიმონ კიკაბიძე და სენაკის ბაზის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბესიკ ოდიშარია.
კიკაბიძის თქმით, მან ნახა სენაკში, თუ როგორ არბენინებდნენ წელს ზემოთ გახდილ ჯარისკაცებს და აგინებდნენ, შემდეგ კი უშუალოდ დაზარალებულმა შპეტიშვილმა მას წამების დეტალები მოუყვა, რაც გამოიხატებოდა აბანოში ჩაკეტვაში, სანგრების გათხრაში და ა.შ.
ოდიშარიას განცხადებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი დამლაგებელი ვერ შევიდა აბანოს დასალაგებლად, რადგან შიგნით ჯარისკაცები ჰყავდათ ჩაკეტილი.
დღევანდელ პროცესზე კიდევ სამი მოწმე უნდა დაიკითხოს.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორი დარახველიძე ბაჩო ახალაიამ 31 მაისს შუასაუკუნეების ინკვიზიტორს შეადარა და სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).