სამართალი

ბრალდება მთავარ პროკურატურას

7 მაისი, 2013 • • 964
ბრალდება მთავარ პროკურატურას

ის ამბობს, რომ არ ენდობა გამოძიებას, სანამ აღნიშნული პირები მაღალ თანამდებობებზე არიან, რადგან არ გამოიძიებენ ობიექტურად იმ საქმეს, რომლებშიც თავად არიან გარეული. აღნიშნული პირი მიჩნევს, რომ მისი მადესკრიდიტირებელი ფარული ვიდეოჩანაწერი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის აღნიშნულ პირებს დაუპირისპირდა და აპირებდა მათი დანაშაულებების მამხილებელი მტკიცებულებების გამოქვეყნებას.

 

ის ამბობს, რომ არსებობენ კონკრეტული ბიზნესმენები, რომლებიც ხელს ადებენ ახლანდელი ხელისუფლების აღნიშნულ მაღალჩინოსნებს, თუცა, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავს იკავებს აღნიშნული ბიზნესმენების დასახელებისგან და იმ ფაქტების გასაჯაროებისგან, რაშიც, მისი თქმით, ბრალი მიუძღვით ხუხაშვილს, ნაცვლიშვილსა და ხვედელიძეს.

 

“ნაცმოძრაობა დაღუპა იმან, რომ ხელს აფარებდნენ თავიანთ თანაგუნდელებს და ახლა იგივეს აკეთებს “ქართული ოცნება”. “ნაციონალურ მოძრაობას” რომ სდომებოდა, ამ სიბინძურეს კარგა ხნის წინ გამოაქვეყნებდნენ, ამას გააკეთებდნენ თუნდაც არჩევნების დროს და რადგან მე ვიყავი “ქართული ოცნების” აქტიური წევრი, ეს მათ რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა”, – განაცხადა დღეს, 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე პირმა, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა გავრცელდა ინტერნეტში.

 

ის ამბობს, რომ ხუხაშვილისა და სხვების წინააღმდეგ აქვს მამხილებელი დოკუმენტაცია და აუდიოჩანაწერები და თუ გამოძიება ამით არ დაინტერესდება და თანამდებობას არ ჩამოაცილებს ამ პირებს, მაშინ აღნიშნულ მასალებს მედიით გაავრცელებს. 

 

მისივე თქმით, ის შეხვდა აშშ–ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს, რომელსაც 1.5 საათი ესაუბრა გავრცელებული ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამერიკის ელჩი დაინტერესებულია ამ საქმის გამოძიებით და ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

 

“ნეტგაზეთი” ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა საქართველოს მთავარ პროკურატურას ინფორმაციის მისაღებად. პროკურატურის პოზიციის დაფიქსირებისთანავე ჩვენ მას დაუყოვნებლივ მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი