სამართალი

სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თანამდებობაზე აღადგინა

15 აპრილი, 2013 • • 1407
სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თანამდებობაზე აღადგინა

გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე იცავდა. მისი თქმით, სასამართლომ ბათილად ცნო სამეურვეო საბჭოს აქტი დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისრა გიორგი ბარათაშვილსისთვის იმ განაცდურის ანაზღაურება, რომელსაც მიიღებდა თავისი მოვალეობის შესრულებისას გათავისუფლებიდან აღდგენამდე.

 

2013 წლის მარტის დასაწყისში საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეორგანიზაციის მოტივით მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე მხოლოდ 2 თვის დანიშნული იყო სამეურვეო საბჭოს მიერ, თანამდებობიდან გაათავისუფლა “პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი. ბერძენიშვილმა ბარათაშვილი პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იყო ხელისუფლების გავლენისა და ზეწოლის ქვეშ. ბერძენიშვილმა აღნიშნულის შესწავლა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სთხოვა. სამეურვეო საბჭომ კი რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებდა, რის გამოც წამოიწყო სასამართლო დავა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმაც გამოუცხადა პროტესტი.

გიორგი ბარათაშვილი
გიორგი ბარათაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი