სამართალი

პროკურატურა: ფირცხალავას ვიდეო რობაქიძის საქმეზე დამონტაჟებულია

15 მარტი, 2013 • • 900
პროკურატურა: ფირცხალავას ვიდეო რობაქიძის საქმეზე დამონტაჟებულია

დასკვნაში წერია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოჩანაწერი მონტაჟის საშუალებით არის მიღებული და ის ასლია თუ ჩანაწერის ორიგინალი, შეუძლებელია ექსპერტიზის საშუალებით პასუხის გაცემა.

 

ექსპერტების დასკვნით, წარმოდგენილი ვიდეომასალა იწყება, გრძელდება და მთავრდება არალოგიკურად. გარდა ამისა, ვიდეოგრამის გამოკვლევისას რიგ ადგილებში ფიქსირდება მცირეხნიანი ხარვეზები, შეყოვნებები, კადრის, გამოსახულების გაუმართლებელი ცვლილება, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია.  

 

დასკვნაში წერია, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი პირეbის მაჯის საათებზე აღბეჭდილი დროის დაფიქსირება ბუნდოვანების
 გამო შეუძლებელია. მხოლოდ ერთი პიროვნების მაჯის საათზეa დაფიქსირებული სავარადუო დრო 02:17 – 02:25 საათი. ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, ვიდეოგრამის მიმდინარეობა ემთხვევა თუ არა მაჯის საათზე დაფიქსირებულ დროს.

 

“გამოძიება დამატებით გაასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და

ბუტა რობაქიძე
ბუტა რობაქიძე

გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ” – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

 

რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა პოლიციელმა ირაკლი ფირცხალავამ გაავრცლა ვიდეოჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების დაკავების დეტალები. ფირცხალავა აცხადებს, რომ ეს კადრები არის დაუმონტაჟებელი და უწყვეტად არის გადაღებული, რითაც მტკიცდება, რომ შსს–ს იმდროინდელ პრესსამსახურს ამ კადრების ფალსიფიცირებული გადაღება არ დაუგეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი