“გუშინ გაიმართა წინა სასამართლო სხდომა, რომელიც ვერ დასრულდა იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი განსასჯელი, 17 ადამიანის საქმეს განიხილავს სასამართლო. ჩემი დაცვის მყოფმა ბედუკაძემ აცილება მისცა გამომსვლელ პროკურორს, რეზო ნადოის, რომელიც ყოფილი მოსამართლეა. ჩვენ ვუყურებთ ტელევიზიას, ვკითხულობთ პრესას და ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი, საკმაოდ უსამართლო განაჩენი დადგა რეზო ნადოის ხელით,”- ამბობს ბედუკაძის ადვოკატი ელზა ჯმუხაძე.
ბედუკაძის ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აცილება მისცა პროკურორს, რაც მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა არ დააკმაყოფილა.
“შემდგომ იგივე საფუძვლით ბედუკაძემ მოსამართლესაც მისცა აცილება, რაც თავად მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან ის იღებს ამ გადაწყვეტილებას ერთპირონვულად,”- აცხადებს ადვოკატი.
მისივე განმარტებით, ბედუკაძის მიზანი, როდესაც ის აღნიშნულ გადაღებას აწარმოებდა, არ ყოფილა ადამიანებისთვის ფიზიკური თუ სულიერი ტანჯვის მიყენება.
“მისი მიზანი გახლდათ ერთდაერთი – კადრები. უნდოდა როგორმე გამოეტანა ისინი ციხის კედლებიდან და გაესაჯაროვებინა, რაც მან გააკეთა კიდეც. თუმცა, შეიძლება მსჯელობა ისე, რომ ის იდგა, იღებდა და ამით აყენებდა ამ ადამიანებს მორალურ ტკივილს. მის მიმართ აბსოლუტურად აბსურდული ბრალია წარდგენილი. როდესაც მას ბრალი წარმოუდგინეს რეზო ნადოის ხელმოწერით, ადამიანი გაოგნდა.”
გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ იმ ადამიანთაგან ერთმა-ერთმა, რომელიც თავიდან ბედუკაძეს უჩიოდა და გაუპატიურებაში სდებდა ბრალს, შემდგომ ჩვენება შეცვალა.





