საქართველოს შსს-ს ცნობით, ოდისეას იორდანიდისი (იორდანოვი) თბილისში 15 თებერვალს დააკავეს. იგი ათენის ინტერპოლის მიერ 2011 წლის 22 დეკემბრიდან იძებნებოდა.
“აღნიშნულ პიროვნებას წინასწარი განზრახვით, სხვა პირებთან შეთანხმებით გარკვეული გასამრჯელოს საფასურად, საბერძნეთის ტერიტორიაზე შეყვანისა და საცხოვრებლის უზრუნველოყოფის მიზნით, უკანონო მიგრანტები გადაყავდა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დაკავების შემდეგ იორდანიდისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო 18 თებერვალს, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამმართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, საექსტრადიციო 3- თვიანი პატიმრობა შეეფარდა და იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენის N8 დაწესებულებაში მოათავსეს.