სამართალი

ალექსანდრე ბარამიძე: საქართველოში საპროცესო შეთანხმების მახინჯი პრაქტიკაა

1 თებერვალი, 2013 •
ალექსანდრე ბარამიძე: საქართველოში საპროცესო შეთანხმების მახინჯი პრაქტიკაა

როგორც ალექსანდრე ბარამიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის მიზანი საპროცესო შეთანხმებასთან და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული პრაქტიკის გაცნობაა:

“როგორც იცით, საქართველოში 2004 წლიდან არსებობს საპროცესო შეთანხმება, ეს თავისთავად ძალზე კარგი ინსტიტუტია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის მაგრამ საქართველოში არ არის საიდუმლო, რომ ამ ინსტიტუტმა შეიძინა საკმარისად მახინჯი ხასიათი, რაც იწვევდა, როგორც საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილებას, ისე მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების უკმაყოფილებასაც. არ არის დასამალი ისიც, რომ ბევრი პრობლემა დაკავშირებული საპროცესო შეთანხმებასთან იყო მახინჯი პრაქტიკის ბრალი, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს ასევე გარკვეული ხარვეზები ქართულ კანონმდებლობაშიც და ყველაფრის ამის საფუძვლიანად შესასწავლად მიემგზავრება სწორედ დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. პარალელურად ჩვენ ასევე დავესწრებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესსაც, რათა ამ მხრივაც ჩვენი კანონმდებლობა სრულვყოთ ისე, რომ არავითარი კითხვები არავის არ ჰქონდეს, მათ შორის არც ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებით ან რაიმე სხვა პროცედურასთან დაკავშირებით, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უკავშირდება”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

დელეგაციის ვიზიტი აშშ–ში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი