სამინისტროს ინფორმაციით, №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 2012 წლის 1 დეკემბერს #8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს, დიაგნოზით – არასტაბილური სტენოკარდია.

 

სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია- რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ, პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზი: გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

 

გარდაცვალების ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *