სამართალი

ავტომობილის ძარცვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

29 ნოემბერი, 2012 • 923
ავტომობილის ძარცვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

“ბრალდებულმა 28 ნოემბერს თბილისში, დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მეოთხე კორპუსის ეზოში მდგარი ხათუნა ლომაურის კუთვნილი ‘მიცუბიში პაჯეროს’ მარკის ავტომანქანის საქარე მინა ჩაამტვრია და მაგნიტოფონი მოიპარა, თუმცა მიმალვა ვერ შეძლო”, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.

შსს–ს ცნობით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ‘დ’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი