სამართალი

პროკურატურა გენშტაბის ყოფილი უფროსის დაკავებას მესამედ მოითხოვს

20 ნოემბერი, 2012 • 1454
პროკურატურა გენშტაბის ყოფილი უფროსის დაკავებას მესამედ მოითხოვს

აღნიშნულ საკითხზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“2012 წლის 6 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის  143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით). 2012 წლის 8 ნოემბერს აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს.

 

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 4 საათზე, უცნობმა პირმა 

გიგი კალანდაძე
გიგი კალანდაძე

სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ზვიად აბესაძეს,  დაახლოებით 5 საათზე კი მას,  ბაჩანა ახალიას დავალებით, სახლში მიაკითხა გ.  ბ-მ, რომელმაც მოსთხოვა, გაყოლოდა რესტორანში  ბაჩანა ახალაიასთან შესახვედრად. დაახლოებით 5 საათზე კ. კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ზვიად აბესაძე და გ. ბ. მივიდნენ ერთ -ერთ რესტორანში, რომლის  კუპეში დახვდნენ: ბაჩანა ახლაია, გ. ა., გიორგი (გიგი) კალანდაძე, დაცვის შეიარაღებული და ორი უცნობი პიროვნება. ბაჩანა ახალაიამ ზვიად აბესაძეს ჰკითხა, თუ რატომ მიაყენა გიგი კალანდაძეს სიტყვიერი შეურაცყოფა სატელეფონო საუბრისას, რაზეც ზ. ა.–მ უპასუხა, რომ ტელეფონით მას აგინეს და მანაც გინებით უპასუხა. აღიშნულის შემდეგ გიგი კალანდაძემ ზ. ა. -ს სუფრიდან აღებული კოვზი ჩაარტყა თავში და თან აგინებდა. ზვიად აბესაძე გააკავეს დაცვის თანამშრომლებმა. იმავე დროს, მათთან შემოვიდა დ. ჭ., რომელმაც ზ. ა.–ს სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში, ხოლო შემდეგ გააგრძელა მისი ცემა ხელებით და ფეხებით. იმავდროულად, ბაჩანა ახლაიამ მოთხოვა ზვიად აბესაძეს მის საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა „ბმვ”-X6, სახელმწიფო ნომრით ***ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის. ზვიად აბესაძემ იქვე განუცხადა თანხმობა, რის   შემდეგაც  მას საშუალება მისცეს, განახორციელებინა სატელეფონო ზარი მეუღლესთან.

 

ზვიად აბესაძის ცემა გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ გიგი კალანდაძე,  დ. ჭ. და ბაჩანა ახალაია, თანაც ემუქრებოდნენ მოკვლით. შემდგომ ბაჩანა ახალაიამ და გიგი კალანდაძემ დავალება მისცეს დ. ჭ.-ს და გაგა მკურნალაძეს, რომ  ე. წ. „სპეცნაზის” ბიჭებთან ერთად ზ.ა.-სათვის აღეკვეთათ თავისუფლება, რაც შეასრულა გაგა მკურნალაძემ ორ „სპეცნაზელთან” და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებთან – მანუჩარ დარასელიასთან და გიორგი კინწურაშვილთან ერთად. კერძოდ, ზვიად აბესაძეს თავისუფლება აღუკვეთეს დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში.

 

ყოველივე ამის შემდეგ ზვიად აბესაძე მიიყვანეს ქ. თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღასრულების დეპარტამენტის შენობასთან, დაუბრუნეს მას  კუთვნილი ავტომანქანა, თან გააფრთხილეს, რომ აღნიშნულ საკითხზე არავისთვის არაფერი ეთქვა.

 

ჩადენილი დანაშაულისთვის ბაჩანა ახალაიას, გაგა მკურნალიძეს, გიორგი კალანდაძეს, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ ა” და „ ე”  ქვეპუნქტებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი