სამართალი

სიმონ კილაძე სააკაშვილის, მერაბიშვილის და სხვა თანამდებობის პირთა დასჯას ითხოვს

9 ნოემბერი, 2012 • 2083
სიმონ კილაძე სააკაშვილის, მერაბიშვილის და სხვა თანამდებობის პირთა დასჯას ითხოვს

დღეს მთავარ პროკურატურაში საქმის გადახედვის მოთხოვნით განცხადება თავად სიმონ კილაძემ და “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ შეიტანეს:

“მე ვითხოვ დადგეს შემდეგი პირების პასუხისგების საკითხი, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინსიტრი ვანო მერაბიშვილი, გაქცეული იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მაშინ იყო გენერალური პროკურორი და მისი ნებართვისა და სანქციის გარეშე ჩემი დაკავება ვერ მოხდებოდა, ასევე კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ჟღენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე, რომელიც ალბათ ასევე გაქცეულია, საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი მიდის მიხეილ სააკაშვილამდე”, – აცხადებს სიმონ კალაძემ. მისი თქმით, უნდა დაისაჯონ როგორც საქმის დამკვეთები, ასევე შემსრულებლები.

 “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ სიმონ კილაძის დაკავება მაშინ საზოგადოების ყურადღების გადასატანად მოხდა:

“ბატონი სიმონ კილაძე 2006 წელს დააკავეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. მაშინ ის იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველი. ეს გახლდათ აბსურდული ბრალდება, ეს ადამიანი ჯაშუშობის მუხლით გაასამართლეს და დღესაც კი დაუდგენელია, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ გირგვლიანის მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და უნდოდათ გადაეფარათ ეს თემა”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე. მისი თქმით, სიმონ კილაძე მოღალატედ გამოძიების დაწყებამდე გამოაცხადეს, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ მის ოჯახის წევრებს გაუსწორდებოდნენ და დანაშაული აღიარებინეს.

სიმონ კილაძე სახელმწიფო კანცელარიის შენობაში 2006 წლის 28 მარტს სამუშაო კაბინეტში დააპატიმრეს და ბრალად ჯაშუშობა წაუყენეს. ტელევიზიებმა მაშინ კილაძის აღიარებით ჩვენებაც გაავრცელეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა მერაბიშვილმა კი განაცხადა, რომ კილაძე ერთ-ერთ ქვეყნის საელჩოს პრეზიდენტ სააკაშვილზე საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა. ჯაშუშობაში ბრალდებული ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ხუთწლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი