სამართალი

შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

9 ნოემბერი, 2012 • 967
შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტი ე.წ. „კანონიერ ქურდი“ ვალერი ბორისის ძე ჯანაშია, მეტსახელად „ვალტერი“ დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

 

“პოლიციაში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა ვალერი ჯანაშია, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2012 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისში მოხდა მისი დაკავება. ვალერი ჯანაშიას წინააღმდეგ აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვალერი ჯანაშია ექვსჯერ ნასამართლევია. მიმდინარეობს გამოძიება,”-ნათქვამია განცხადებაში.  

მასალების გადაბეჭდვის წესი