სამართალი

გიორგი კალანდაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

8 ნოემბერი, 2012 • • 944
გიორგი კალანდაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

ამის შესახებ კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა: “კალანდაძეს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილით. საქმე არის საკმაოდ ვრცელტანიანი და ჯერ ყველა დეტალს არ ვიცნობ.”

 

ადვოკატმა ეს განცხადება თბილისის შს მთავარ სამმართველოსთან გააკეთა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად ჯერ მხოლოდ გიორგი კალანდაძეს წაუყენა. ცნობილია, რომ დაკავების საფუძველი გახდა მოწმეების – ყოფილი ჯარისკაცების ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ დაკავებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და იგი ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი