სამართალი

ახალაიას ინტერესებს ‘ქართული ოცნების’ წევრი დაიცავს

7 ნოემბერი, 2012 • 1162
ახალაიას ინტერესებს ‘ქართული ოცნების’ წევრი დაიცავს

დაკავებული ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატი დავით დეკანოიძე “ქართული ოცნების” დაფუძნების დღიდანვე მისი წევრია. ამის შესახებ თავად დეკანოიძემ განაცხადა მედიასთან საუბარში. 

 

დეკანოიძის განმარტებით, “ქართული ოცნების” წევრობა საადვოკატო საქმიანობაში ხელს არ უშლის.

 

“პარტიული საქმიანობა საადვოკატო საქმიანობასთან შეუთავსებელი არ არის. თუ ეს შეუთავსებელია, “ქართულ ოცნებაში” გადაწყვეტენ. მე ასევე ვიცავდი ‘ქართული ოცნების’ წარმომადგენლებს და ასევე დავიცავ ყველა სხვას. გამორიცხულია, ჩემს საადვოკატო საქმიანობაზე ვინმესთან რამე შევათანხმო,”- განაცხადა ახალაიას ადვოკატმა.

 

დეკანოიძის გარდა, ახალაიას ინტერესებს სხვა ადვოკატები– იოსებ ჯანაშია და ბაჩუკი ყურაშვილი დაცავენ. 

 

ამ დროისთვის დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ. პროკურატურას დაკავებულებისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებია. 

 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი  ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა 6 სამხედრო პირის ჩვენების საფუძველზე არიან დაკავებული, რომელშიც საუბარია ამ სამხედროების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ოქტომბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი