სამართალი

შსს–მ დაცვის პოლიციის თანამშომლების სამსახურებრივი გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავა

15 ოქტომბერი, 2012 • 1319
შსს–მ დაცვის პოლიციის თანამშომლების სამსახურებრივი გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავა
განცხადების თანახმად, მიმდინარე კვირის განმავლობაში თბილისის მერია დააკომპლექტებს “თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს”. შესაბამისად, ეტაპობრივად გადავლენ ახალ სამსახურებში დაცვის პოლიციის თანამშრომლები.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ყველა მათგანისთვის უკვე მოძიებულია ახალი სამუშაო ადგილი.

 
შეგახსენებთ, თბილისის მერის გიგი უგულავას ბრძანებით, დედაქალაქში ახალი სამსახური იქმნება,  რომელმაც თბილისის მერიის ობიექტების, მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების და საჭიროების შემთხვევაში თავად ქალაქის მერისა და სხვა თანამდებობის პირთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

მერიის განმარტებით, აღნიშნული ობიექტების დაცვა ხორციელდებოდა კერძო  ორგანიზაციების მიერ  ხელშეკრულების საფუძველზე.

“ახალი სამსახურის ჩამოყალიბებით თბილისის მერია შეძლებს, თავისი სტრუქტურული ერთეულით უკეთ მოახდინოს დაცვის ორგანიზება და დაზოგოს საბიუჯეტო თანხები”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი