სამართალი

‘ოცნების’ 13 აქტივისტი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა

3 ოქტომბერი, 2012 •
‘ოცნების’ 13 აქტივისტი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა

სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. დღეს მოსამართლე ვერა დოლიძემ ის დაკისრებული სანქციისგან გაათავისუფლა. ამავე მოსამართლემ ამავე მუხლით დაპატიმრებული თეიმურაზ ჭიპაშვილი, ალიკა კოზუა, გიზო ცაცუა გაათავისუფლა დარბაზიდან.

 

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში “ქართული ოცნების” 13 დაკავებული აქტივისტის საქმის განხილვა შედგა, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოებისგან პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა ისინი დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილებით გაათავისუფლეს.

 

გიორგი მესხია, მამუკა ახალაია, გივი მუქერია, ლაშა კვარაცხელია, გოდერძი შონია, რომან გეგუჩაძე, მალხაზ კუპრაძე, რევაზ კოზუა, გრიგოლ დალაქიშვილი – ყველა მათგანი დღეს სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. პოლიციამ ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ისინი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი