დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინსიტრის მოადგილის, იბრაჰიმ გასეევის საცხოვრებელი ბინის კარი ააფეთქეს 12 სექტემბერს გვიან ღამით ცხინვალში. ამის შესახებ ინფრომაციას ცხინვალში მოქმედი ერთ–ერთი რადიოსადგური ავრცელებს.
ოსური რადიოს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა კარების ქვეშ იყო მოთავსებული, აფეტქებისას გასეევი სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, არავინ დაშავებულა.
დე–ფატქო სამხრეთ ოსეთის გენპროკურორის მოადგილემ სერგეი ბიტიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფატქზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ცხინვალელი სამართალდამცავები არ გამორიცხავენ ტერაქტის ვერსიასაც.




