ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის რწმუნებულისთვის, ალექსი ელიაშვილისთვის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულ მირზა ხაბარელსა და თეიმურაზ ჩაგელიშვილს სასამართლომ 60–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარის მცხოვრებმა მირზა ხაბარელმა და თეიმურაზ ჩაგელიშვილმა 11 სექტემბერს საკუთარ სამუშაო ოთახში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის რწმუნებულს ალექსი ელიაშვილს.
შსს–მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც, უწყების მტკიცებით, აღბეჭდილია ელიაშვილის დაზიანებული სამუშაო ოთახი ინციდენტის შემდეგ.




