სამართალი

შსს მოკლულთა კადრებს ავრცელებს

30 აგვისტო, 2012 •
შსს მოკლულთა კადრებს ავრცელებს

“რუსთავი 2–ის” ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული შეიარაღებული ჯგუფის მოკლული წევრების ამსახველი ვიდეომასალა.

ვიდეოკადრებში ასევე ჩანს სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკა და ტყვია–წამალი.  შსს–ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ლოპოტას ხეობაში 28 აგვისტოს ღამით დაიწყო, მოკლულია 11 შეიარაღებული პირი. სამინისტროს ცნობით, მოკლულები არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ სეპცოპერაციისას ორმხრივი სროლის შედეგად ასევე დაიღუპა ორი ქართველი სპეცრაზმელი და ერთი სამხედრო ექიმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი