კალაძის განმარტებით, დაკავების მიზეზი თაღლითური გზით სესხის გაცემაა, რომლის რაოდენობა 80 ათას დოლარს შეადგენს.
ჯერჯერობით კახი კალაძე არ ასახელებს დაკავებული თანამშრომლების ვინაობას, მისივე ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ გამოძიება თაღლითობის მუხლითაა დაწყებული.
“დაკავებულებს პროკურატურაში აიძულეს, ეთქვათ, თითქოს ბანკიდან უკანონოდ სესხის გაცემა მე დავავალე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა “პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდოემარე ლორენცო ჩიპრიანიც, რომლის განცხადებითაც, “პროგრესს ბანკში” თითქმის წელიწადია, შესულია ეროვნული ბანკის ინსპექცია.
“2011 წლის ნოემბერში, მაშ შემდგომ, რაც კახი კალაძემ დააფიქსირა საკუთარი სიმპათია ბიძინა ივანიშვილისადმი, პროგრესს ბანკში შემოვიდა ეროვნული ბანკის ინსპექცია. ყველა საერთაშორისო ნორმის გათვალისწინებით, აღნიშნული ინსპექცია, შესაძლოა, საქსიმუმ 3 თვე გაგრძელდეს, ახლა 2012 წლის აგვისტოა და ისევ ის ვითარებაა, რაც 2011 წლის ნოემბერში იყო. ინსპექციის ფარგლებში ხდება შემოწმება და მოწილეთა მუდმივი მონიტორინგი გრძელდება” – განაცხადა ჩიპრიანიმ და დასძინა, რომ ისინი მზად არიან, უზრუნველყონ “პროგრეს ბანკის” განჭირვალობა.
“პროგრეს ბანკის” 78% კახა კალაძეს ეკუთვნის, ხოლო დარჩენილი 22%–ბიძინა ივანიშვილს.
საქართველს იუსტიციის სამინისტრო საკითხის გარკვევას დაგვპირდა და სიახლეს დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.