ნორვეგიელმა მემარჯვენე რადიკალმა ანდერს ბრეივიკმა შარშან ოსლოს ცენტრში აფეთქება მოაწყო. მან ასევე ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე შეკრებილ ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნა. ორივე შემთხვევას ჯამში 77 ადამიანი დაიღუპა. კუნძულ უტოიაზე ბრეივიკს საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანიც ემსხვერპლა, მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანი კი ტერორისტს უვნებელი გადაურჩა.
ბრეივიკი მომხდარში თავს დამნაშავედ არ თვლის, თუმცა არ უარყოფს აფეთებების ორგანიზებს.