სამართალი

სააკაშვილი: დაგავიწყდათ, როგორი კრიმინალი იყო?

23 აგვისტო, 2012 •
სააკაშვილი: დაგავიწყდათ, როგორი კრიმინალი იყო?

მისივე თქმით, “რეალობა არის ის, რომ ეს მოვიდა ყოველდღიური შრომით, ბრძოლით, უამრავი მტრის გაჩენით და ეს ყველაფერი მოვიდა იმით, რომ ვიყავით ამ საკითხში ძალიან ჯიუტები, რომ უკან არ დაგვეხია არც ერთი ნაბიჯით”.

 

პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული კურსი ვიწრო გზას შეადარა, საიდანაც გადახვევა უფსკრულში გადაჩეხვას ნიშნავს:

 

“ამ გზაზე უკან დაქანება, ან ცოტა მარცხნივ და მარჯვნივ ფეხის გადაცდომა, ნიშნავს უფსკრულში გადაჩეხვას და უფსკრულიდან უკან აღარ ამოდიან”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მეუღლესთან ერთად ჭიათურის სოფელ სვერში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები გააცნო.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ჭიათურამდე მისასვლელი გზა სრულად შეკეთდება, ხოლო სექტემბერში სოფელს განახლებული სკოლა ექნება. ქვეყნის პირველი პირი პროგრამის, „წყალი ყველა სოფელს“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წყალსადენის სისტემის უზრუნველყოფას დაპირდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანა ყველა მაჩვენებლით წინ მიიწევს და ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, რომ ამ წინსვლამ ყველა ოჯახში შეაღწიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი