ყოფილი პროკურორის მართლმსაჯულება

მოსამართლე, რომელმაც ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებელი საქმე განიხილა და ერთმანეთის მიყოლებით მილიონებით დააჯარიმა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები – ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე, ყოფილი პროკურორია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში შევარდნაძის მთავრობის დროს, 2002 წლიდან დასაქმდა.