სამართალი

მოსამართლე, რომელმაც ივანიშვილს რეკორდული ჯარიმა დააკისრა

13 აგვისტო, 2012 •
მოსამართლე, რომელმაც ივანიშვილს რეკორდული ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა მოსამართლე კობა გოცირიძემ კარიერა 1993 წელს, თსუ–ს იურიდული ფაკულტეტზე სწავლის დამთავრებიდან ერთ წელიწადში, ქარელის პროკურატურაში სტაჟიორ გამომძიებლად მუშაობით დაიწყო.

1994–95 წლებში, კობა გოცირიძემ ამავე რაიონში პროკურორად გააგრძელა მუშაობა. ამჟამად მოსამართლე გოცირიძე 1995 წელს ხაშურის ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწის პოსტზე გადაიყვანეს, სადაც 1998 წლამდე საქმიანობდა.

ამავე წელს ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწე დააწინაურეს და 2002 წლამდე ხაშურის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორის უფროს თანაშემწედ გადაიყვანეს.

2002 წელი მნიშვნელოვანი თარიღია კობა გოცირიძის კარიერაში. ის სწორედ ამ წელს დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ, სადაც 2005 წლამდე იმუშავა. ამის შემდეგ გოცირიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა, დღესდღეობით კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობს.

კობა გოცირიძე 2012 წლის 11 ივნისს, ჯამში, 1 საათიც არ დასჭირვებია, რომ შეესწავლა აუდიტის სამსახურის სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ნანა დარასელიას მიერ დაკისრებული ჯარიმის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული ჯარიმა გაუნახევრა, რადგან ის კანონის გაუქმებულ ნორმას ეფუძნებოდა.

აღნიშნულის შემთხვევიდან 2 თვეში კი, კობა გოცირიძემ ასევე აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა კახი კალაძე.

 

აღნიშნულ სასამართლ პროცესს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი კახა კოჟორიძე ესწრებოდა, რომელმაც მოსამართლის გადაწყვეტილებას “აბსურდული” და “დაუსაბუთებელი” უწოდა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი