სამართალი

კალაძე სასამართლომ 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა

10 აგვისტო, 2012 •
კალაძე სასამართლომ 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა

გარდა ჯარიმისა, სასამართლომ რამდენიმე კომპანიაში მისი 100%–იანი წილი და მთლიანი უძრავ–მოძრავი ქონება დააყადაღა.

 

აუდიტის სამსახური კახი კალაძის იმ თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას ითხოვდა, რომელიც მან ანაგრიშიდან გაიტანა და რომლის დაბრუნებასაც მას აუდიტის სამსახური 9 აგვსიტოს ჩათვლით თხოვდა. 

 

“2012 წლის განმავლობაში გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5 მილიონ 552 ათას 135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ –3 მილიონ  388 ათას 992 ლარი”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 8 აგვისტოს განცხადებაში.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით აუდიტის სამსახურის მიერ გაეგზავნათ წერილი, მათ ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია უნდა წარმოედგინათ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.

 

გადაწყვეტილება მოსამართლე კობა გოცირიძემ გამოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი