სამართალი

საია ციხეში უკანონო ქმედებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს

29 ივნისი, 2012 • 1886
საია ციხეში უკანონო ქმედებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს

აღნიშნულ საკითხებზე საიას თავმჯდომარემ დღეს, 29 ივნისს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიას ამ ფაქტებთან დაკავშირებით დეტალები გააცნო.

 

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, # 15 დაწესებულების 700 -მდე პატიმარმა ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რომელშიც ისინი სახალხო დამცველს ციხეში უკანონო ქმედებების შესახებ ატყობინებდნენ.

 

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საია ამ დაწესებულების ცხრა პარტიმარს შეხვდა. როგორც საიაში ამბობენ, მათ დაუდატურეს, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მათი უფლებები ირღვევა, თუმცა მათგან მხოლოდ შვიდმა განაცხადა თანხმობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

 

როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, მსჯავრდებულები ასახელებენ კონკრეტულ პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პატიმართა მიმართ სხვადასხვა უკანონო ქმედების განხორციელებაში. მათ შორის, როგორც ჩუგოშვილი ამბობს, არიან დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა და მისი მოადგილე ლევან ლეჟავა.

 

დაწესებულებაში მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით საია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ციხის ადმინისტრაციას მიმართავს და აღნიშნული ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მათზე რეაგირებას ითხოვს.

 

„საია იმედოვნებს, რომ ფაქტების გახმაურება არ შეუქმნის საფრთხეს კოლექტიური განცხადების ავტორთა უსაფრთხოებას და მათ მიმართ არ განხორციელდება მორიგი უკანონო, ღირსების შემლახავი ქმედებები,“- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი