სამართალი

საჩივარი “რუსთავი 2”-ის გადაცემა “The ვანოს შოუს “წინააღმდეგ

24 მაისი, 2012 • 1399
საჩივარი “რუსთავი 2”-ის გადაცემა “The ვანოს შოუს “წინააღმდეგ

საჩივარს ხელს 18 მოქალაქე აწერს, რომლებმაც, როგორც “იდენტობაში” აცხადებენ, შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული დამცინავი და ცინიკური ფრაზების გამო.

 

“ვანო ჯავახიშვილმა წარმოთქვა ფრაზა: “პრინციპში, რისთვისაც გამოვიდნენ ქუჩაში,  მიიღეს კიდეც – გატყიპეს”, – რასაც მისივე მხრიდან მოჰყვა სიცილი.
ორგანიზაცია “იდენტობა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების მექანიზმს შეახსენებს, რომ 17 მაისის მსვლელობის მონაწილეებს მძიმე ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფის გადატანა მოუხდათ მმკ-ს წევრებისა თუ სხვა აგრესორი მოქალაქეების მხრიდან, რამდენიმე მათგანმა სხეულის მძიმე დაზიანებაც კი მიიღო, შესაბამისად, ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ამგვარი დამცინავი დამოკიდებულება არაადამიანური და დამამცირებელი მოქცევაა დაზარალებულთა მიმართ, ასევე – მათი ადამიანური ღირსებისა და პატივის შეურაცხყოფა”,  – აცხადებენ “იდენტობაში”.

 

საჩივრის ავტორები მიუთითებენ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 32-ე მუხლსა (მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა) და 56-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფისაკენ).

 

“იდენტობაში” აცხადებენ, რომ “აღნიშნული კანონებისა და ქცევის კოდექსების მუხლებზე დაყრდნობით ტელეკომპანია “რუსთავი 2” ვალდებული იყო, თავიდან აეცილებინა ფიზიკურად შეურაცხყოფილი ადამიანების დაცინვა იუმორისტულ-გასართობი შოუს შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებულ გადაცემაში. ტელეკომპანია ვალდებულია, გააკონტროლოს ეთერში გასულ გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა და არ დაუშვას პიროვნების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო.”

 

ორგანიზაცია “იდენტობა” ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმისგან მოითხოვს, დაევალოს “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას შესაბამისი თანამშრომლების მიმართ დისციპლინური ზომების გატარება და საჯაროდ ბოდიშის მოხდა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებისათვის.

თბილისში ლგბტ აქტივისტების სცემეს
თბილისში ლგბტ აქტივისტების სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი