სამართალი

დაუშვებენ თუ არა ევრო 2012-ზე მარიხუანას

19 მაისი, 2012 • • 1215
დაუშვებენ თუ არა ევრო 2012-ზე მარიხუანას

ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 19 მაისს, უკრაინულმა გამოცემა  “Украинские новости”-მ გაავრცელა. გამოცემა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინსიტროზე დაყრდნობით წერს, რომ ”ევრო 2012-სთვის” ქვეყანაში კანონმდებლობის შეცვლა არ იგეგმება და ნარკოტიკის ყველა მომხმარებელს ისევე დაიჭერენ, როგორც ეს ახლა ხდება.

უკრაინის შსს-მ ჟურნალისტებს მოუწოდა, მომავალ ჩემპიონატთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ხელს ნუ შეუწყობენ.

მარიხუანას დროებითი ლეგალიზების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ინტერნეტგამოცემებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაავრცელეს.

”ევრო 2012”–ს მიმდინარე წელს პოლონეთი და უკრაინა ერთობლივად უმსაპინძლებენ. ჩემპიონატის პირველი მატჩი 8 ივნისს ვარშავაში დაიწყება, ფინალი კი კიევში 1 ივლისს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი