სამართალი

პოლიციამ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილენი გააფრთხილა [Video]

19 მაისი, 2012 •
პოლიციამ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილენი გააფრთხილა [Video]

პოლიციამ დღეს 5 პირი დააკავა – მათ შორის, სამი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილე, 2 კი სასულიერო პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლმა ზურაბ გვენეტაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ  დაკავებულები პოლიციამ სიტყვიერად გააფრთხილა და უკვე გაათავისუფლეს. მისივე ცნობით, დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

გვენეტაძის ცნობით, დაკავებულთაგან 2 სასულიერო პირი იყო.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა დღეს მსვლელობის გაგრძელების უფლება არ მისცეს ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

“იდენტობის” წარმოამდგენლებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათ წინასწარ გააფრთხილეს სამართალდამცავები, რათა აქციის დროს მათი უსაფრთხოება დაეცვათ. თუმცა აქციის რამდენიმე მონაწილემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თავიდან, როცა ფილარმონიიდან მსვლეობა დაიწყეს, პოლიციელები მათთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა შემდეგ, როცა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა გზა გადაუღობეს, გაუჩინარდნენ.

“ინციდენტი დაიწყო იმით, რომ ჩვენი თანამშრომელი, ლევან ბერიანიძე დააკავეს. ჩვენ გვერდით იდგა და უცებ გაქრა. ინფორმაცია გავრცელდა რომ დაკავებულია. შემდეგ გადავედით ქუჩაში გზის გადასაკეტად და ამით გავაპროტესტეთ, რომ ჩვენი თანამშრომელი დააკავეს. ჩვენ მიერ ქუჩის გადაკეტვა იყო იმის საბაბი, რომ დავეკავებინეთ. გზაში გვეკითხებოდნენ, ვინ ვართ, რა აქციაა, რა ორგანიზაციიდან ვართ და ცოტა ხანში დაგვაბრუნეს უკან,”- განუცხადა მედიის წარმომადგენლებს აქციის მონაწილემ და “იდენტობის” რედაქტორმა, მაგდა კალანდაძემ. 

რატომ არ უზრუნველყო პოლიციამ აქციის მოანწილეების უსაფრთხოება, -ამ კითხვაზე გვენეტაძემ განაცხადა, რომ ინფორმირებული არ არის და გაარკვევს.

ამავე თემაზე:

თბილისში ლგბტ აქტივისტებს სცემეს


Police Warned Participants of Anti-homophobia March

www.netgazeti.ge

Police detained 5 persons – including 3 participants of IDAHO related march and 2 clergymen.

Press speaker of Ministry of Interior Zurab Gvenetadze says that the police warned them and released afterwards. According to him the reason for detention was the attempt of participants to block the street.

Gvenetadze confirms that 2 of the detained were clergymen.

Members of Orthodox Parent’s Union obstructed the peaceful march organized by the LGBT organization IDENTOBA. Participants of the march say they were physically assaulted.

As the representatives of IDENTOBA state, they had informed the law enforcement bodies about the planned march and asked them to ensure their safety. As some of the participants state, the police were with them in the very beginning of the demonstration, but they disappeared later when clergymen obstructed the march.

“The incident started after our colleague, Levan Berianidze was detained. He was standing next to us and suddenly he disappeared. We learnt that he was detained. We tried to block the street to protest his detention. So, this was the reason why they detained us as well. On our way to police office they were asking us who we were and what type of demonstration it was. They brought us back shortly.” – said to media demonstration participant and editor of “Identoba” magazine, Magda Kalandadze.

To our question why the police did not ensure the safety of peaceful march participants, Mr. Gvenetadze answered he is not informed and will find out the details.

 

Related article:

თბილისში ლგბტ აქტივისტებს სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი