ნორვეგიიდან იმ გერმანელი ქალის დეპორტაცია მოხდა, რომელიც ანდერს ბერეივიკის საყვარლად აცხადებდა თავს – ამ ინფორმაციას, ნოერვეგიულ ტელევიზია TV2 –ზე დაყრდნობით, საინფორმაციაო სააგაენტო “Ria Novosti” -ი ავრცელებს.
გერმანიის მოქლაქე, შტუდგარტის მკვიდრი ქალბატონი, რომლის სახელსა და გვარს ნორვეგიული მხარე ასაიდუმლოებს, მასობრივ მკლელობაში ეჭვმიტანილი ანდერს ბრეივიკის სანახავად სასამართლოს შენობაში შეჭრას ცდილობდა, სადაც ბრეივიკის სასამართლო პროცესი ორშაბათიდან მიმდინარეობს.
“მას სასამართლოს შენობაში შესვლა სურდა და ამტკიცებდა, რომ ბრეივიკის საყვარელი იყო” – განაცხადა ოსლოში პოლიციის ოფიცერმა.
“Ria Novosti” – სვე ცნობით, გერმანელი ქალბატონი ამტკიცებდა, რომ გერმანიიდან ბრეივიკის ნახვის სურვილმა ჩამოიყვანა.
სტატიიდან ასევე ირკვევა რომ, სასამართლოს დაწყებამდეც ბრეივიკი გერმანიიდან წერილებსა და ფულს იღებდა ციხეში. მაგრამ უცნობია, ამ შემთხვევაში ერთსა და იმავე პიროვნებაზეა საუბარი, თუ მათი რაოდენობა ერთზე მეტია. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ეჭვმიტანილი 2006 წლიდან მოყოლებული დღეში 16 საათზე მეტს ონლაინ თამაშს “World of Warcraft” – ს თამაშობდა და შესაძლოა სწორედ ეს თამაში აკავშირებდეს ეჭვვმიტანილს გერმანელ ქალბატონთან.
ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი ორშაბათს ოსლოში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. მის სასამართლო პროცესს 2 მთავარი და 3 დამხმარე მოსამართლე უძღვება. ბერივიკს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე ტერორისტული აქტების მოწყობა და, ჯამში, 77 ადამიანის მოკვლა ედება ბრალად. გარდაცვლილთა შორის არის ქართველი თამთა ლიპარტელიანიც, რომელიც შემთხვევის დროს კუნძულ უტოიაზე იმყოფებოდა.