სამართალი

Amnesty: მსოფლიოში სიკვდილმისჯილთა რიცხვი გაიზარდა

27 მარტი, 2012 • 1346
Amnesty: მსოფლიოში სიკვდილმისჯილთა რიცხვი გაიზარდა

მსოფლიოში 2011 წელს სიკვდილმისჯილთა რიცხვი გაზრდილია, – მონაცემებს უფლებათადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აქვეყნებს.

იმის მიუხედავად, რომ რიგმა ქვეყნებმა 2011 წელს უარი განაცხადეს სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებაზე, წინა წელს სიკვდილით ოფიციალურად 676 ადამიანი დასაჯეს. დაახლოებით 18,5 ათასი ადამიანი კი ამჟამად აღნიშნული სასჯელის მოლოდინშია.

Amnesty International თავის მონაცემებში ვერ ასახელებს ჩინეთში სიკვდილით დასჯილთა რიცხვს, ვინაიდან ეს მონაცემი ჩინეთის სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

ბელორუსია (ისევე როგორც ვიეტნამი და მონღოლეთი) ამ ინფორმაციას ასევე საიდუმლოდ ინახავს.

ზოგადი მონაცემით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს სჯიან სიკვდლით –  ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველა ქვეყანაში ერთად.

“რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ 20 ქვეყანა მიმართავს ამ სადამსჯელო ზომას,” – აცხადებს ბი-ბი-სი-სთან Amnesty International -ის გენერალური მდივანი სალილ შეთი. -ეს ნიშნავს, რომ 178 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არ არის.

მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ხერხები სხვადასხვაა: დახვრეტა, ჩამოხრჩობა, საწამლავის ინექცია, თავის მოკვეთა და სხვ.

აღსანიშნავია, რომ წინა წელს არც ერთი ადამიანის მიმართ არ იყო გამოყენებული დასჯის ისეთი სახე, როგორიცაა ქვებით ჩაქოლვა.

Amnesty International აცხადებს, რომ საკუთარი მოქალაქეების სიკვდილით დასჯა “სახელმწიფოს საქმე არ არის.”

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანია სიკვდილით დასჯილი– 676 -2011 წელს და 527 – 2010 წელს.

დანაშაული, რომელიც სასჯელის ასეთ ზომას ითვალისწინებს, შეიძლება იყოს “ადამიანის ძვლის კონტრაბანდიდან” (კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში) დაწყებული და “ჯადოქრობითა” (საუდის არაბეთი) და “ღმერთის ღალატით” (ირანი) დამთავრებული.

ახლო აღმოსავლეთში სიკვდილით დასჯილთა რიცხვი ერთნახევარჯერ არის გაზრდილი.

ირანში 2011 წელს 360 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ბევრი მათგანი ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყო გასამართლებული. მათგან დაახლოებით სამი არასრულწოვანი იყო.

აშშ მე-5 ადგილზეა

“მკვლელ სახელმწიფოთა”  ლიდერებს შორის არიან ჩინეთი და ირანი, შემდეგ– ჩრდილოეთ კორეა, საუდის არაბეთი, იემენი, სომალი და აშშ,”- აცხადებს ბი-ბი-სი -სთან სალილ შეთი.

აშშ, რომელმაც წინა წელს 43 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი