სამართალი

ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის “მაესტრო” რამდენიმე პირის პასუხისმგებლობას მოითხოვს

6 მარტი, 2012 •
ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის “მაესტრო” რამდენიმე პირის პასუხისმგებლობას მოითხოვს

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, ვინც მათ საქმიანობაში ხელს უშლიდა:

“როდესაც “მაესტროს” ჟურნალისტები ჩავიდნენ გადასაღებად ქვიშხეთში, გაურკვეველმა პირებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩვენ გაგვაჩნია ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა. კანონში წერია, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა ისჯება, ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების პასუხისგებას, ვინც ამ ხელშეშლას ახორციელებდა, ჯერ არ ვიცით, ვინ არიან ისინი, მაგრამ მათი სახეები დაფიქსირებულია და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომ შემდეგში აღიკვეთოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი ტიპის ზეწოლა”, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

საქმე ეხება ქვიშხეთში მცხოვრები 47 წლის სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტს, როგორც “მაესტროს” ჟურნალისტები აცხადებენ, ქიმერიძის ნათესავმა მათ დაკრძალვის გადაღების უფლება მისცა, თუმცა მას შემდეგ, რაც გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა, გაურკვეველმა პირებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი