ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა ხაშურის პოლიციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრი სოსო ქიმერიძის საქმეს გამოეხმაურა.
“ როგორც მე, ისე ჩვენი სამინისტროს ბევრი თანამშრომელი, ძალიან შეწუხებული ვართ ამ ფაქტით და ეს ძალიან ცუდი ფაქტია. საქართველოს პოლიცია იცავს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას ქუჩაში, სოფლებში, ქალაქებში და, მით უმეტეს, უნდა დაიცვას ის პოლიციის შენობაში. ჩვენ სპეციალურად ვაშენებთ გამჭვირვალე შუშის პოლიციის შენობებს, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. წინასწარი მოკვლევით ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი ჩემი აზრით. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ შემოვიღებთ ახალ წესებს, უფრო გამჭირვალეს გავხდით იმ პროცესებს, რომელიც პოლიციის შენობაში მოსული ნებისმიერი სტუმრის და ნებისმიერი სტატუსით მყოფი ადამიანის გადაადგილების, ასე ვთქვათ, მისი უსაფრთხოების დაცვის საკითხს შეეხება. უახლოეს დღეებში ჩვენ ამ ბრძანებულებას გამოვცემთ. ამ ბრძანების ნაწილი იქნება ის, რომ დანაყოფის მთავარი ხელმძღვანელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამა თუ იმ შენობას, განყოფილებას თუ სამმართველოს, იქნება პასუხისმგებელი ამ ნორმების შესრულებაზე და პირადად იქნება პასუხისმგებელი, მათ შორის უბერდური შემთხვევის თავიდან აცილებაზე. იმისათვის, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ ამ ბრძანებულების შესრულებაზე, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ხელსაყრელ ადგილას დავაყენოთ ვიდეოკამერები, შევიმუშაოთ სხვა მონიტორინგის მექანიზმი და გენერალურ ინსპექციას მუდმივად დაეკისრება კონტროლი.”-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ამავე თემაზე: სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ბუნდოვანი გარემოებები [Video]
ომბუდსმენი ქიმერიძის გარდაცვალების ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს